ამბოხებულმა სამხედროებმა მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა დააპატიმრეს. ინფორმაციას „როიტერსი“ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავება დედაქალაქ ბამაკოში მოხდა.

CNN-ის ინფორმაცით, ასევე დაკავებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.

აფრიკის კავშირის თავმჯდომარემ მუსა ფაკი მაჰამადმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ ის გმობს აღნიშნულ ქმედებას.

”მე მკაცრად ვგმობ პრეზიდენტის იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტას, პრემიერ-მინისტრისა და მალის მთავრობის სხვა წევრების დაპატიმრებას და მოვუწოდებ მათ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ,” – წერს მუსა ფაკი მაჰამადი.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ბამაკოში ივნისიდან ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში. ისინი ითხოვენ პრეზიდენტმა კიეტამ დატოვოს ქვეყანა. მას კორუფციაში ადანაშაულებენ.