პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც მიიღო. კანონპროექტს  115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

ე.წ ჩამკეთი მექანიზმი გულისხმობს იმას,რომ თუ კონკრეტული პარტია ვერ მოაგროვებს საერთო ხმების 40%-ს მას პარლამენტში უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება.