ოპოზიციური პარტიები თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებს. კანდიდატების წარდგენა 12:00 საათზე, „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში მოხდება.

მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალურად დასახელებამდე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიები დედაქალაქის ოლქებში შემდეგი კანდიდატების წარდგენას გეგმავენ: მთაწმინდა – შალვა შავგულიძე; სამგორი – ლევან ხაბეიშვილი; ვაკე – ელენე ხოშტარია; გლდანი – ნიკა მელია; ისანი – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.