სომხეთში კორონავირუსის 612 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 15 281-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსს 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 258-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 173-ით, 5 639-მდე გაიზარდა.