ჩინეთს არ აქვს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ინტერესი, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გენ შუანმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ აშშ-ის არჩევნები, აშშ-ის შიდა საქმეა. ჩინეთს არ აქვს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ინტერესი. ამავე დროს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს ხალხი არ ჩაითრევს ჩინეთს თავის საარჩევნო პოლიტიკაში. საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს საერთო შეხედულებას ჩინეთის მხრიდან ეპიდემიასთან ბრძოლაზე და კორონავირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ ჩინეთის კონტრიბუციაზე“, – განაცხადა გენ შუანმა.