8 აპრილის ღამეს, რუსეთის უპილოტო თვითმფრინავებმა უკრაინის 5 რეგიონს ერთდროულად შეუტიეს – ოდესა, ნიკოლაევი, კიროვოგრადი, ხმელნიცკი და ჟიტომირი. მთლიანობაში, უკრაინის მასშტაბით გაშვებული იქნა 24 “შაჰედის” თავდამსხმელი უპილოტო საფრენი აპარატი და X-59 მართვადი საავიაციო რაკეტა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს რაკეტისა და 17 თვითმფრინავის განადგურების შესახებ. ოდესის რეგიონში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებით დაზიანდა ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ობიექტი და ბენზინგასამართი სადგური. ნიკოლაევის რაიონში კი, 14 დასახლებულ პუნქტში ელექტროგადამცემი ხაზებია პარალიზებული.

ინფორმაციას, გერმანული გამოცემა DW ავრცელებს.

 

 

.