საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა და დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის შვიდ თვეში თითქმის 18%-ით არის შემცირებული იმპორტიც და მისი რაოდენობა დაახლოებით 4.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჯამში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: საქსტატი