მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს. დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.  შექმნის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია რამდენჯერმე გაფართოვდა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა რუსული გავლენები ევროპის კონტინენტზე.