თურქეთი 1 ივლისიდან  კომენდანტის საათს მთლიანად გააუქმებს , რომელიც რამდენიმე თვის წინ შემოღებულ იქნა კორონავირუსის პანდემიის გამო.  ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ვიდეო-შეტყობინებაში განაცხადა.

ეპიდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვები თურქეთში 1 ივნისიდან შემცირებულია. კერძოდ, ახლა ქვეყანაში კომენდანტის საათი მუშაობს 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ამავე დროს, რესტორნებსა და კაფეებში დაშვებულია მომხმარებლების მიღება. დასაშვებია ქორწილების ჩატარება და სპორტული დარბაზების მონახულება.

ამ დროისთვის თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კომენდანტის საათის მთლიანად გაუქმება. ყველა სამთავრობო სააგენტო ასევე,  თავის ჩვეულ სამუშაო საათებს დაუბრუნდება.

გარდა ამისა, თურქეთში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ყველა შეზღუდვა და ქალაქებს შორის სამგზავრო აკრძალვები მოიხსნება.

ერდოღანის თქმით, თურქეთის მთავარი მიზანი კვლავ მოსახლეობის ვაქცინაციაა. პრეზიდენტის თქმით, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანა ვაქცინაციის დასრულებას გეგმავს, 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

 

 

თამო თავხელიძე