რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ახალი წლის ღამეს უკრაინის დაბომბვის  აუცილებლობის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში განაცხადა.

”თქვენ უბრალოდ უნდა შეანჯღრიოთ 31 დეკემბრის ღამესა და 1 იანვარს შორის დილის 4-5 საათზე. როცა ყველა ძილბურანშია და მთვრალია.  არ არის საჭირო ყველას დაბომბვა! ეს უნდა მოხდეს შერჩევით – ვიღაცას სჭირდება რუსეთისგან დასჯა და ამიტომ  ვიღაცამ უნდა შეაშინოს ისინი, ”- თქვა ჟირინოვსკიმ.

ამასთან, პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, შესაბამის ბრძანებას პირადად გასცემდა.

 

 

იხ. ვიდეო:

 

 

 

 

თამო თავხელიძე