ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. მასში შევიდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

 

იქმადე კი,  ზელენსკი ჟურნალის მკითხველთა შორის ხმის მიცემის ლიდერი გახდა და  ილონ მასკსა და ბორის ჯონსონს გაუსწრო. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაწერა სტატია მის შესახებ Time-ისთვის და ზელენსკის უწოდა ლიდერი, რომელიც ღირსია თავისი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

 

„ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ, პრეზიდენტ ზელენსკის ხმაში მესმის ადამიანის დაუნდობელი გადაწყვეტილება, რომელსაც ღრმად სჯერა ხალხის წინაშე თავისი მოვალეობისა და იღებს ყოველდღიურ პასუხისმგებლობას, წარმართოს ერი ამ ბნელ და რთულ დროში“, – წერს ბაიდენი.

 

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესახებ სტატია Time-სთვის მოამზადა ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელს ვლადიმირის ციხეში კოლონიაში იხდის. ნავალნიმ პუტინს ბოროტი გიჟი უწოდა ჯარით, ბირთვული ბომბით და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობით. “მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ გზა, რომელიც იწყება “ცოტა ყალბი არჩევნებით” ყოველთვის მთავრდება დიქტატურით. ეს დიქტატურა ყოველთვის ომამდე მიდის”, – წერს ნავალნი.

 

Time-ის რეიტინგი ტრადიციულად იყოფა რამდენიმე კატეგორიად: “მხატვრები”, “ინოვატორები”, “ტიტანები”, “ხატები”, “პიონერები” და “ლიდერები”. ზელენისა და პუტინის, პოლიტიკური ლიდერების გარდა, სიაში შედიან აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინგი.

 

 

თამო თავხელიძე