ბოდბის დედათა მონასტერში, გიორგობის დღესასწაულზე, წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ვირუსის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენ ძალიან ძლიერი ინფექციონისტები გვყავს და მედიკოსებმა დარტყმა მიიღეს.

„ინფექციონისტები ძალიან ძლიერები გვყავს. მე მესმის მათი, როდესაც ხედავდნენ, რა ხდებოდა. მედიკოსებმა დარტყმა მიიღეს, მედდებმა განსაკუთრებით, ისევე ექიმებმა.

ბევრს, ვისაც ეშინოდა და მარტო საკუთარ თავს უფრთხილდებოდა, ხელები შეახოცეს ამ ექიმებს. ვისაც ესმოდა და გონიერი ადამიანი იყო, ისინი ითვალისწინებდნენ იმას, რომ დისტანცია დაეცვათ, ცდილობდნენ ამას და საბოლოო ჯამში, უფალმა შეისმინა მათი გულისტკივილი.

ჩვენ რომ არ გველოცა, მერწმუნეთ, რომ დღეს ისეთივე საშინელ მდგომარეობაში ვიქნებოდით, როგორც დანარჩენი მსოფლიო და მსოფლიოშიც უარესი იქნებოდა.

არამარტო ექიმები მინდა დავლოცო, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტოს თანამშრომლები და ჯარი, რომლებიც თავს სწირავდნენ, გამოსულები იყვნენ.

როდესაც ხარ წინა ხაზზე, იქ ძალიან დიდი ალბათობაა, ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, რომ ექიმს თუ ნებისმიერს გადაედოს ეს დაავადება.

ახლა მე მიკვირს, რომ სთხოვენ ჩვენს ჯანდაცვას, იგივე ლოჯისტიკას , რაც გერმანიას ან ავსტრიას აქვს, ცხოვრების დონით რომ ვიყოთ, მაშინ მოვთხოვდით. მსოფლიო შეხვდა ძალიან მოუმზადებლად. წამალი და ვაქცინა რომ არ არის, მარტო დისტანცირება დარჩა ერთმანეთისაგან”, – განაცხადა ქადაგების დროს მეუფე იაკობმა.

წყარო: პრაიმთაიმი