„სახელმწიფოს მხრიდან არასწორი ნაბიჯები ხორციელდება“ – „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელი გიორგი ჩიკვაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

„თვის ბოლოს ვგეგმავ დიდი ბრიფინგის გამართვას, სადაც ვთვლი, რომ საჯარო უნდა გახდეს ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან არასწორი ნაბიჯები ხორციელდება. ცუდი პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვაქვს, გრძელდება, შესაბამისად, მთელი ჩვენი რესურსი მიმართული იქნება იქით, რომ რაც შეიძლება დემოკრატიულად და ევროპულად, ბიზნესის „ახევის“ თვალსაზრისით, ჩვენი კომპანიის ინტერესები დავიცვათ“ – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

„რამზეს იახტს“-ის დამფუძნებლის თქმით, -„გასულ წელთან შედარებით შესამჩნევი არის კლება და მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ტურისტული ნაკადის კლებასთან.

თუმცა, ზოგადად მთელს მსოფლიოში იახტების მოთხოვნის კლების ტენდენციაა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ანალიზით კლება 20-25%-ს შეადგენს“ – აცხადებს ჩიკვაიძე.

ცნობისათვის, კომპანია საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.

 

 

bpn.ge

 

თაო თავხელიძე