ვისაც ბოროტების იმპერიაში არ უცხოვრია, ალბათ ვერასდროს გაიგებს 9 აპრილი რას ნიშნავს ჩვენთვის, 9 აპრილის მონაწილეებიისთვის, ალბათ ვერასდროს გაიგებს რატომ ვმღეროდით “დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს’, რატომ ვცეკვავდით, რატომ ვწვებოდით ჯავშანმანქანის ბორბლებში, ალბათ ვერასდროს გაიგებს აქ რა მუხტი ტრიალებდა.
ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა 9 აპრილზე, მაგრამ მთავარი მაინც ერთია, 9 აპრილი არ არის რიგითი დღე, 9 აპრილი არის მოწოდება თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ, მოწოდება, რომ გვიყვარდეს სამშობლო და რომ საქართველოსთვის ბრძოლა არასდროს შევწყვიტოთ.
 წერს, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.