ორშაბათიდან, 16 აგვისტოდან, უკრაინაში,  აფრიკული წარმოშობის სიცხე დაისადგურებს,-ამის შესახებ სინოპტიკოსმა ნატალია დიდენკომ განაცხადა Facebook გვერდზე. „შეხედე ამ ტემპერატურის პროგნოზების  რუქას ხვალისთვის, 13 აგვისტოსთვის და იჩქარე ისიამოვნო კომფორტული ამინდით“, – წერს პროგნოზისტი.

მისი თქმით, პარასკევს + 24 … + 29 გრადუსია მოსალოდნელი. და უკვე ორშაბათს, 16 აგვისტოს, “აფრიკული წარმოშობის სიცხე” დაიწყებს უკრაინაში შემოსვლას – ეს იქნება + 30 … + 35 გრადუსი. დღის მეორე ნახევარში +26, +27 გრადუსი. კლიმატოლოგმა სვეტლანა კრაკოვსკაიამ თქვა, რომ 2050 წლისთვის უკრაინაში თოვლის საფარი გლობალური დათბობის გამო გაქრობის საფრთხის წინაშეა.

 

თამო თავხელიძე