უკრაინამ,  “კანონიერი ქურდების” და უცხოელთა მიმართ, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტები არიან, პირადი სანქციები დააწესა,- ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

”კანონიერი ქურდების” შესახებ კანონის მიღებისა და  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა  9 თვიანი მუშაობის შემდეგ, პირადი სანქციები იქნა გამოყენებული 557 “კანონიერი ქურდის” წინააღმდეგ, რომლებიც  მსოფლიო მასშტაბით არიან ცნობილები”, –  განმარტა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაში არ იმყოფება, ხოლო ქვეყანაში გათავისუფლებულ “კანონიერ ქურდთა”
რიცხვი 34-დან 17 ადამიანამდე შემცირდა.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ამ პირს დაექვემდებარა ისეთი ზომები, როგორიცაა აქტივების დაბლოკვა, უკრაინაში შესვლის აკრძალვა, ვიზის გაცემაზე ან გაუქმებაზე უარი, დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, საიმიგრაციო ნებართვა, უკრაინაში ყოფნის ვადის გაგრძელებაზე უარი, უუნარობა მიიღონ უკრაინის მოქალაქეობა და იძულებითი გაძევება.

 

”ერთი სიტყვით: მათ, ვინც უკრაინაში არ არიან, აქ ჩამოსვლა არ ძალუძთ,  ხოლო მათ, ვინც უკრაინაში არიან, აქ არაფერი აკავებთ”- თქვა ზელენსკიმ.

 

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ იგივე ეხება კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერებს, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს.

 

”ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ არა 111 უცხოელისთვის. ესენი არიან კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც დღეს გაიცა სანქციების პაკეტები.  ჩვენ არ გეუბნებით- “ნახვამდის”, არამედ,  გეუბნებით- მშვიდობით ”, – დასძინა მან.

 

 

 

თამო თავხელიძე