ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ, მთავრობას სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის 19 მარტის განცხადება შეახსენა, რაც 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის დაზღვევას გულისხმობდა, თუმცა მისი თქმით, ცხრავე პროდუქტზე ფასები საგრძნობლად არის მომატებული.

დავით კირკიტაძემ ასევე, მოუწოდა ხელისუფლებას, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ასე უკიდურესად უჭირს, ნუ გასცემენ ტყუილ დაპირებებს და გაზრდილი ფასების შესამცირებლად რეალური ნაბიჯები გადადგან.

“ცხრავე პროდუქტზე, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება შეგვპირდა რომ ფასები არ გაიზრდებოდა, კატასტროფულად გაძვირებულია.

მაგალითად შაქარი, რომელიც პანდემიის დაწყებამდე ღირდა 1,50 ლარი 1 კგ, ახლა ღირს 2,20 ლარი. ყველაფერზე ფასებია გაძვირებული.

ჩვენს მოსახლეობას უარესად უჭირს და ნუ ფიქრობთ, რომ ყოველთვის საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი იქნება.

იმ ტყუილისთვის, რომელიც არა ერთხელ აკადრეთ ჩვენს მოსახლეობას, კონკრეტულად კი ამ ტყუილისთვის, როდესაც თქვენ შეპირდით, რომ ფასები პროდუქტებზე არ უნდა გაძვირებულიყო, თითოეული მოქალაქე აუცილებლად გაგცემთ პასუხს,” – აცხადებს დავით კირკიტაძე.