ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა „იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს“, ეს „ეჭვქვეშ დააყენებს მისი სახელმწიფოებრიობის მომავალს“. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსეთი 24“-ის ეთერში განაცხადა.

კიევის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ თუ ისინი იმავე სულისკვეთებით გააგრძელებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს და თუ ეს მოხდება, ეს მთლიანად მათ სინდისზე იქნება დამოკიდებული“, – ამბობს პუტინი.

მისი თქმით,  ხდება მცდელობა, რათა „რუსული საზოგადოება შეძრწუნდეს“.

პუტინმა აღნიშნა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის სავარაუდო შედეგები, თუ ეს მოხდება, “ყველასთვის გასაგები იქნება”.

ომში რუსი სამხედროები, მათი პრეზიდენტის სიტყვებით, „იბრძვიან მომავლისთვის“.

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები “ომის გამოცხადებას ჰგავს, მაგრამ აქამდე არ მისულა”.

 

თამო თავხელიძე