“ამ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების მოწოდებები და მაინც მივიდნენ ეკლესიაში, არ მგონია, რომ ახლა, მათ ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც, შესაძლოა, მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში. მე მაინც ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი. კადრებში, რაც ვნახე, არის მცდელობა, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია, იდეალური დაცვა არაა, მაგრამ მცდელობა არის დისტანციის დაცვისა და მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება”, – განაცხადა ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.