ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები საქართველოშია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია წერს.

Advertisement

ნაჩუქარი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისაა.
“სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია”, – წერს არჩილ კალანდია.