Space Entertainment Enterprise  2024 წელს, კოსმოსში, კინოსტუდიის აშენებას გეგმავს.

 

 კომპნია, ასევე აწარმოებს ტომ კრუზის ფილმს კოსმოსში, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის გეგმავს სპორტული არენისა და კინოსტუდიის აშენებას ნულოვანი გრავიტაციით. ამის შესახებ Variety იტყობინება.

 

როგორც გაზეთი აღნიშნავს, კოსმოსური მოდული სახელწოდებით SEE-1 ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის: ხელოვანებისთვის, პროდიუსერებისთვის და შემოქმედებითი ადამიანებისთვის.

 

Axiom Space ჩართული იქნება კოსმოსში კინოსტუდიის განვითარებაში. SEE-1 მოდული დაუკავშირდება Axiom-ის კომერციულ განყოფილებას სახელწოდებით Axiom Station. მასში განთავსდება სხვადასხვა კომერციული საწარმოები, როგორიცაა კოსმოსური ტურიზმი. SEE-1 ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან და კომერციულ პარტნიორებთან. . უახლოეს მომავალში პროექტისთვის თანხების მოძიება იგეგმება.

 

 

 

თამო თავხელიძე