“რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სხვა მაჟორიტარებთან შედარებით კახა ოქრიაშვილი მეტ პატივისცემას იმსახურებს. მან შექმნა პრეცედენტი, როდესაც ბიზნესმენი დეპუტატი სახელისუფლებო პარტიას ტოვებს უფრო ადრე, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლება და შესაბამისად უარს აცხადებს ოლიგარქის სტატუსზე. ოლოგარქი – ადამიანი, რომელიც ბიზნესს აკეთებს პოლიტიკიდან და მიღებული სარგებლის ნაწილის რეინვესტირებას ახდენს ისევ პოლიტიკაში.”ყ