შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, 155 მილიონი დოლარი გამოუყო დამატებითი დაფინანსების სახით, უკრაინელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

აქედან, 63 მილიონი აშშ დოლარი გაიხარჯება რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ, დანარჩენი კი ადამიანის უფლებების დაცვას, ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან დაკავშირებას და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას მოხმარდება.

 

საერთო დაფინანსებიდან 34 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო ეკონომიკური ზრდის (ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინვესტიციების მოზიდვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური მდგრადობის ასამაღლებლად) და უკრაინელების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ცალკე დაგეგმილია მიწის ბაზრის განვითარება და ძირითადი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რაც დაეხმარება უკრაინას კორონავირუსის პანდემიიდან გამოსწორებაში.

 

გარდა ამისა, 14 მილიონი დოლარი უნდა იქნას გამოყენებული კორუფციის წინააღმდეგ, კერძოდ, რეფორმების მხარდასაჭერად და ანტიკორუფციული ინსტიტუტების დასაცავად, ასევე ჯანმრთელობის სექტორში კორუფციის შესამცირებლად. ეს თანხები დაიხარჯება ელექტრონული მმართველობის პლატფორმების შემუშავებაზე, რომლებიც გაამარტივებს მოქალაქეების მომსახურებას და ოპტიმიზირებს პენსიების, უმუშევრობის შეღავათების და სხვა საკითხების მიღებაში-, განაცხადა მინისტრთა კაბინეტმა.

 

 

 

 

თამო თავხელიძე