ჩვენს რეგიონში კაზინოები ყველგან აკრძალულია, ზოგან რელიგიური მოტივით, ზოგან ადამიანების სიჯანსაღეზე ზრუნვით – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

დეპუტატი გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყანაში აზარტული მოთამაშეების რეესტრი შეიქმნას.

„ასე ხელაღებით უცხოელი ინვესტორებისთვის საქმიანობის შეჩერება არაა მარტივი, მაგრამ კაზინოები ქალაქის ცენტრში არ უნდა იყოს, უნდა აიკრძალოს რეკლამა და შეიქმნას თამაშით დაავადებული ადამიანების რეესტრი და ბუნებრივია არ უნდა დაუშვან ისინი.

ანუ სანამ აკრძალვამდე მივალთ კონტროლის მექანიზმები უნდა დაწესდეს“, – ამბობს გოცირიძე.