თუ ზელენსკის სურს განიხილოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, მაშინ  მოსკოვში ან სოჭში უნდა  ჩამოვიდეს.

 

ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რის შესახებაც ინფორმაციას Censor.NET-ი, “რია ნოვოსტი”-ზე დაყრდნობით იუწყება.

 

მისი თქმით, მოსკოვი მზადაა ზელენსკისთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე იმსჯელოს, თუმცა, ეს არ ეხება დონბასს, რამეთუ  ეს არის „შიდა უკრაინის საკითხი“.

 

თუ ზელენსკის სურს განიხილოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, ჩვენ მზად ვართ, მივცეთ მოსკოვში ან სოჭში ამის განხილვის საშუალება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ჟურნალისტის კითხვაზე,  რატომ არ ურთიერთობს რუსეთის ფედერაცია ზელენსკისთან და ჩაუღრმავდნენ კითხვას, რომ:  “ის ხომ  ჩვენი აღზრდილია, კომკავშირის ყოფილი წევრი, პირველი არხის აღზრდილი….

 

ის ჯერ კიდევ  “პიანისტია”, – უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

 

 აღსანიშნავია, რომ „პიანისტ“ ზელენსკიზე საუბრისას, ლავროვმა მისი სკანდალური ნომერი გაიხსენა, რომელშიც ფორტეპიანოზე არა ხელებით, არამედ სხეულის ინტიმური ნაწილებით უკრავდა.

 

 

 

თამო თავხელიძე