მექა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო საუდის არაბეთში მეჩეთებში კოლექტიური ლოცვები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ საუდის არაბეთის სამეფოს უზენაეს ღვთისმეტყველთა საბჭოს განცხადებაში ნათქვამი.

„ვირუსის სწრაფი გავრცელებისა და სიკვდილიანობის გათვალისწინებით, უზენაეს ღვთისმეტყველთა საბჭომ საგანგებო სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო შეაჩეროს პარასკევის და კოლექტიური ლოცვები მეჩეთებში, ვინაიდან ხალხის შეკრება ვირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზია. მეჩეთების კარები დროებით იხურება. საკმარისია მჯუეძინების მიერ მორწმუნეთა მოხმობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პან