ათი წლის წინ, ჩვენ გავხსენით ბათუმის იუსტიციის სახლი. მე კარგად მახსოვს, ჩემი ბევრი მსჯელობა მიქელე დელუკისთან, ამ სახლის არქიტექტორთან იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ სახლის ფორმა და ბოლო, ეს დებატები შედგა რესტორან “უკრაინაჩკაში”, რომელიც იყო იუსტიციის სახლის მეორე მხარეს და მერე, მე გადმოვაბრუნე ბორჯომის ბოთლი და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა კარგი ფორმა ამ სახლის გასაკეთებლად, ნახევრად ხუმრობით და მერე, დელუკიმ მეორე დღეს, დამახვედრა უკვე დახაზული ნახაზი.
მთავარი მაინც არქიტექტურა არ არის აქ, მთავარი არის შინაარსი, შინაარსი არის ის, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ხალხისთვის ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა შოულობდნენ ფულს, ხალხის ხარჯზე, დაწყებული პრეზიდენტიდან არ უნდა შოულობდეს და დამთავრებული ყველა თანამშრომლით, მაგალითად იგივე იუსტიციის სახლების, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა ამ თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ კარგი ხელფასი.
მთელი ცხოვრება მე ვიცხოვრე ამ წესებით, გავიდა 10 წელი და საქართველოს ვეღარ იცნობ იმდენად შეიცვალა, მაგრამ ბევრი რაღაც დარჩა შეუცვლელი, ბევრი რაღაც მაინც ჩავაბეტონეთ თავის დროზე მაინც და ამით ძალიან ვამაყობ.
მაინც დარჩა დანარჩენ მსოფლიოში აღფრთოვანება იმისი, რაც იმ წლებში გაკეთდა. სამწუხაროდ, ვერავინ ვეღარ ამჩნევს იმის მერე გაკეთებულს და ეს დროზე უნდა გამოვასწოროთ, საქართველო უნდა გახდეს, მსოფლიოსთვის მისაბაძი ქვეყანა ხელახლა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.