საფრანგეთი პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსული პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 ივლისამდე გახანგრძლივდა.

საფრანგეთში საგანგებო რეჟიმი მიმდინარე წელს, პირველად 24 მარტს გამოცხადდა. წინა კანონპროექტის თანახმად, მას 24 მაისამდე უნა ემოქმედა.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კოვიდინფიცირების 176 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 26 230 ადამიანი.