მსახიობ კრისტოფერ ჰივიუს, რომელმაც პოპულარულ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ტორმუნდის როლი შეასრულა, კორონავირუსი აქვს.

„მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც ეს საჭიროა. ჩვენ ჯანმრთელად ვართ – მე გაციების მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები მაქვს“, – აღნიშნა მსახიობმა.

მან ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ექიმების რეკომენდაციების შესრულება: ხელების დაბანა, დისტანციის დაცვა და ერთმანეთზე ზრუნვა.