საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში მოგზაურობის დაწყებას აანონსებს.

იგი აპირებს მოინახულოს საქართველოს ისტორიული ადგილები და მათ შორის, შიდა ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის აღმოაჩინოს აქამდე უცნობი ტურისტული მარშრუტები.

ზურაბიშვილმა მოგზაურობა ლამისყანიდან, ქსნის ერისთავების ციხესიმაგრის მონახულებით დაიწყო.

პრეზიდენტის მოგზაურობის დეტალების შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.