“დღეს, საღამოს 6 საათზე, ”სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა”-ში ჩვენი მოხალისეები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, იწყებენ დამცავი ნიღბების უფასოდ დარიგებას.
ყველა მსურველს შეუძლია დღეს მისვლა და ამ აქციას ექნება აწი რეგულაციური ხასიათი.
ეს არის, ჩვენი ბიბლიოთეკის და მის ბაზაზე გაერთიანებული ადამიანების მცდელობა, ოდნავ მაინც შეამსუბუქონ
ნიღბების დეფიციტით გამო შექმნილი პრობლემა”.

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.