რუსეთის ოლქ  კურგანში მდებარე ქარხანა “სინთეზში” აფეთქება მოხდა,-ინციდენტის შესახებ ინფორმაციას საწარმოს პრესსამსახური ავრცელებს. აფეთქების შედეგადაც შენობის კონკრეტული ნაწილი განადგურდა. – 5 წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდა საგანგებო სიტუაციების მართვისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი. სიტუაციის ესკალაციის საფრთხე არ არსებობს. გარემოს უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. დაშავდა ერთი ადამიანი. ის გადაიყვანეს პირველ საქალაქო საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უტარებენ, იტყობინება საწარმოს პრესსამსახური.

 

შემთხვევის დროს საწარმოში სამუშაო დღე დასრულებული იყო და შესაბამისად , მუშების უმეტესობას ქარხნის ტერიტორია დატოვებული ჰქონდა. დაშავებული თანამშრომელი წარმოების პროცესს ასრულებდა. საწარმოს ხელმძღვანელობა იღებს სწრაფ ინფორმაციას დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ და უწევს მაქსიმალურ დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში, ექიმების დასკვნის შემდეგ, ის გადაიყვანება ტიუმენის ან ჩელიაბინსკის ერთ-ერთ რეგიონალურ საავადმყოფოში, კომპანიას ეკისრება მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯი“, – თქვა ბორის ჟოროვმა, Sintez PJSC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ახლა სპეციალურად შექმნილი კომისია შიდა გამოძიებას ატარებს, მიზეზები დგინდება.

 

 

 

 

 ქარხანა არის Binnopharm Group ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც დაარსდა 2020 წელს. ჰოლდინგის კომპანიები ეწევიან მედიკამენტების წარმოებას და აქვთ მედიკამენტების ყველაზე დიდი პორტფელი რუს მწარმოებლებს შორის.

 

თამო თავხელიძე