რუსეთში, უკრაინის საზღვარზე, სარკინიგზო ხიდი აფეთქდა, რომლის საშუალებითაც სამხედრო ტექნიკა დონბასში გადაჰქონდათ.

 

 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ შებეკინსკის ურბანულ რაიონში სარკინიგზო ლიანდაგები დაზიანდა. ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა, მისი თქმით, მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა, მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგი დაინგრა. გუბერნატორმა დასძინა, რომ დაზიანებული განშტოება ბელგოროდ-ნეჟეგოლის სარკინიგზო ავტობუსისთვის იყო გამოყენებული. გლადკოვმა დასძინა, რომ დაზიანების შედეგად მატარებელი გაჩერდა, მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე რეგულარული ავტობუსით მოუწიათ მისვლა.