რუსეთში, კერძოდ კი თათრეთში მენზელსინსკის მახლობლად, L-410 თვითმფრინავმა რომელის ბორტზეც  ადგილობრივი საფრენი კლუბის მედესანტეების ჯგუფი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.- ამის შესახებ “ინტერფაქსი” იტყობინება.

თვითმფრინავში 23 ადამიანი იმყოფებოდა – 21 პარაშუტისტი და ეკიპაჟის 2 წევრი. წყაროს ცნობით, დაიღუპა 19 ადამიანი, სამის ბედი უცნობია. გამოცემასთან თანამოსაუბრემ დაამატა, რომ კატასტროფის შემდეგ L-410 თვითმფრინავი შუაზე გადატყდა და ცეცხლი გაუჩნდა თუმცა, ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა.

 

 

იხ. ვიდეო მოვლენის ადილიდან:

 

 

 

 

თამო თავხელიძე