რუსეთში პუტინის ყოფილ თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს,  შინაპატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ფეისბუქზე სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა განაცხადა.

 

„გაგეცინებათ, მაგრამ ვლადისლავ სურკოვის დაკავების შესახებ რუსული z-წყაროები განმარტავენმ რომ: „ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია. დონბასში გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები 2014 წლიდან მიმდინარეობს“, – წერს ის.

 

ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

“ველოდებით სურკოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას”, – აღნიშნა პონამარიოვმა.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე