ომი უკრაინაში: რუსეთის მინისტრი ლავროვი იცავს პუტინს და ბედავს შედარებას ბელგიასთან TF1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სცადა შედარება მოეხდინა ფრანკო-ბელგიის ვითარებასთან, რათა გაემართლებინა რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში.

 

როდესაც რუსეთი 24 თებერვალს  უკრაინაში შეიჭრა, ვლადიმერ პუტინმა თავის მართლება დაიწყო, რომ, ეს იყო ქვეყნის „დენაციფიკაცია“, სადაც, როგორც ის აცხადებდა,  რუსების გენოციდი ხდებოდა.

 

„მაგალითად, როგორ  მოიქცეოდა საფრანგეთი, თუ ბელგია  ფრანგულ ენას აკრძალავდა? ბატონმა ლავროვმა პარალელი კიდევ ორ ქვეყანასთან გაავლო. „ან რას მოიმოქმედებდა ინგლისი, თუ ირლანდია აკრძალავდა ინგლისურს? ევროპაში ამას ვერც წარმოიდგენთ. მაგრამ როცა საქმე რუსულს ეხება, ევროპაში არავის აინტერესებს. »,-განაცხადა ლავროვმა.

 

 

სვეტლანა ალექსიევიჩი, ნობელის პრემია ლიტერატურაში: “ეს არის ფაშიზმი, რასაც მე ვხედავ პუტინის რუსეთში” რუსმა მინისტრმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინის დონბასის რეგიონის აღდგენა მოსკოვისთვის “უპირობო პრიორიტეტია”. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები ახლა უკრაინული ძალების უკან დახევას დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან გეგმავენ, ორი რეგიონიდან, რომლებსაც რუსეთი დამოუკიდებელ სახალხო რესპუბლიკებად ცნობს. და ცდილობს დონბასის რეგიონი “გაათავისუფლოს კიევის რეჟიმისგან”.

 

 

თამო თავხელიძე