მსოფლიოში ახალი გამოწვევების გაჩენასთან ერთად, კვების ობიექტების მომსახურების სპეციფიკაც ნელ-ნელა იცვლება. ის, რაც ადრე მომავლის რესტორნად წარმოგვედგინა, დღეს უკვე რეალობაა. მაგალითად, რესტორანი, სადაც ორი დიდი სალაროა წარწერით: “მიირთვით ჩვენთან/წაიღეთ” და “კურიერები“.

აღნიშნული სტილის რესტორანში, სალაროების მიღმა თანამშრომლების ორი დამოუკიდებელი გუნდი ამზადებს შეკვეთებს. სამზარეულო სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა მხოლოდ კურიერები დგანან ერთ მხარეს და ელოდებიან შეკვეთის ნომერს. რესტორნის მართვის ერთიანი პროგრამა მომხმარებლის სტუმრობას ჯერ კიდევ პარკინგზე შესვლისას აფიქსირებს, ხოლო სტუმარი ერთი „კლიკით“ გზავნის დასტურს, რომ ადგილზე აპირებს ვახშმობას. ყველაფერი იმართება აპლიკაციით, რომელიც სტუმარს ანიშნებს, რომელ მაგიდასთან დაჯდეს, რესტორანს კი აქვს სტუმრის შეკვეთების ისტორია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული მომხმარებლისთვის სასურველ სავარაუდო კერძს უკვე ამზადებს.

უფრო დეტალურად კი მომავლის რესტორანი, რომლის გარკვეული ელემენტებიც უკვე ინერგება ამგვარია:

დარბაზისამზარეულო და კერძები

პატარა დარბაზები სტუმრებისთვის და გაზრდილი მოთხოვნა გამოძახებაზე მოითხოვს ცვლილებებს „კულისებს მიღმა“, რაც პირველ რიგში, სამზარეულოს ადაპტაციას გულისხმობს. ამ მიმართულებით რიგმა რესტორნებმა უკვე გადადგეს ნაბიჯები და გაზარდეს სამზარეულოს ფართი, უქმად დარჩენილი დარბაზების ტერიტორიის ხარჯზე.

ახალი რეალობა ახალ მიდგომებს მოითხოვს კერძებთან მიმართებაშიც, რადგან საკვებმა, რომელიც მომხმარებელს სახლში მიაქვს უფრო დიდხანს უნდა შეინარჩუნოს პირვანდელი გემო და კონსისტენცია, ვიდრე ეს ადგილზე გამასპინძლებისას იყო საჭირო. გაუმჯობესება ნიშნავს მიწოდების გაზრდილ რადიუსს, რაც თავის მხრივ ნიშნავს გაზრდილ ბიზნესს. ამ მიზანს შეიძლება შეფუთვის ტექნოლოგიის გაუმჯობესებით და გამოძახებისთვის სპეციალური მენიუს დანერგვით მივაღწიოთ.

„დრაივი“

სწრაფი (მაგ. ყავა) და დიდი შეკვეთების გაყოფა, გზიდან წინასწარი შეკვეთების მიღება, გადახდა მანქანის ნომრიდან გამომდინარე, მარტივი შეკვეთა ხმის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით.

სამზარეულოს ადგილმდებარეობა და ცენტრალიზებული pickup სივრცეები

მთავარი კითხვა: არის კი აუცილებელი საკვების შეკვეთისას კერძი უშუალოდ რესტორნის ფილიალში მზადდებოდეს? როგორც ირკვევა ამის აუცილებლობა არ არის და ცენტრალური ფილიალი შეიძლება ჩაანაცვლოს ე.წ. “ვირტუალურმა სამზარეულო“-მ, რომელიც მხოლოდ გატანის სერვისებზე მუშაობს და შესაბამისად მისი საოპერაციო ხარჯები გაცილებით ნაკლებია. ამასთან, გამოკითხული მომხმარებლების ნახევარზე მეტს (56%) ურჩევნია შეკვეთილი საჭმელი მოდიოდეს ისეთი ლოკაციიდან, სადაც არ დადის მომხმარებელი ფიზიკურად და არ არის ხალხმრავლობა.

ბევრ ქვეყანაში მომხმარებლები უკვე იყენებენ საერთო ლოქერებს მაღაზიიდან გამოგზავნილი პროდუქციის მისაღებად. გამოკითხულთა 65% ისურვებდა საჭმლის მსგავსი გზით მიღებას, თუ შესაბამისი ლოქერები განთავსებული იქნებოდა მათგან 10 წუთის სავალ მანძილზე, ან გზად სახლსა და სამსახურს შორის. ციფრული აპლიკაციების დახმარებით შესაძლებელია მომხმარებლების მოძრაობის ტრაექტორიების დადგენა და ლოქერების განსათავსებლად ოპტიმალური ადგილების შერჩევა. პანდემიამ აღნიშნული სერვისის დანერგვის საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა.

ანალიტიკა და ლოიალურობა

რადგან შეკვეთები დღეს უმეტესად ციფრულად კეთდება, კვების ობიექტებს მომხმარებლების გემოვნებასა და ქცევებთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, კლიენტზე მორგებული, პერსონალური შეთავაზებებით გაზარდონ ლოიალური მომხმარებლების კმაყოფილება და შესაბამისად შემოსავლები.

კომპანია kovzy.com

აღნიშნული ტექნოლოგიების ნაწილი პლატფორმა Kovzy.com-ის მეშვეობით უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. 2021 წლის დასაწყისში საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აგვარებს კვების ობიექტების წინაშე არსებულ 2 უმნიშვნელოვანეს პრობლემას:

ონლაინ გაყიდვები – პლატფორმა Kovzy.com კვების ობიექტებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად შექმნან საკუთარი ვებ-გვერდი, დაამატონ კერძები, აირჩიონ სასურველი გადახდისა და მიწოდების სერვისები. პლატფორმაზე შექმნილი ყველა ონლაინ რესტორნის დიზაინი მობილურ ვერსიასთან თავსებადობაში მოდის და შესაბამისად იძლევა შეკვეთის მიღების შესაძლებლობას. პლატფორმაზე ინტეგრირებულია ყველა საჭირო სერვისი: საბანკო გადახდები, მიწოდება, Facebook Pixel & Messenger, Google Analytics და ა.შ.

QR Menu – კვების ობიექტებს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეთ ციფრული მენიუ, რომელსაც მომხმარებლები გახსნიან QR კოდის სკანირებით საკუთარ მობილურ ტელეფონში და შეძლებენ განახორციელონ შეკვეთა და გადახდა დამოუკიდებლად, პერსონალთან ინტერაქციის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმის სერვისების ინტეგრაცია უმარტივესი პროცესია და მისი განხორციელება ერთ დღეშია შესაძლებელი. პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა და შესაბამისად, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მეწარმისთვის ლინკზე https://start.kovzy.com

 

 

 

 

interpressnews.ge