როგორც გერმანული გამოცემა DW იტყობინება, The Washington Post-მა გაარკვია,თუ  რაში მდგომარეობს ტრამპის “სამშვიდობო გეგმა” უკრაინასთან დაკავშირებით: აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს სურს აიძულოს უკრაინა, რუსეთს დაუთმოს ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასი. ამის შესახებ ინფორმაცია გამომცემლობას მიაწოდეს ადამიანებმა, რომლებიც ამ გეგმას ტრამპთან ან მის მრჩევლებთან ერთად  ანონიმურობის დაცვით განიხილავდნენ.