დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთის შესაძლო თავდასხმა უკრაინაზე, ეს იქნება კატასტროფა  და რუსებისთვის „ახალ ჩეჩნეთად“ გადაიქცევა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა ვიდრე,  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილს კიევიდან გაიყვანდა,- იუწყება BBC.

 

ჯონსონის თქმით, არსებული ვითარება “საკმაოდ მძიმეა”, მაგრამ ომის თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია. კერძოდ, ბრიტანეთი ქმნის ეკონომიკური სანქციების პაკეტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და აწვდის უკრაინას თავდაცვის იარაღს რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაძლიერების ფონზე.

 

„დაზვერვის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინის საზღვარზე არის რუსული ჯარის 60 (ბატალიონურ-ტაქტიკური – რედ.) ჯგუფი. ელვისებური ომის გეგმა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს კიევი, ყველასთვის აშკარაა“, – ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. მას მიაჩნია, რომ მოკავშირეებმა კრემლი უნდა დაარწმუნონ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი, “კატასტროფული ნაბიჯია”.

 

 

 

 

თამო თავხელიძე