ნათია თურნავას განცხადებით, ამ წელს,  გლობალური კრიზისის ფონზე, ეკონომიკური ზრდა  ნაკლებად მოსალოდნელია.

„დღეს ჩვენთვის ეკონომიკური პრობლემები იგივე რიგის გამოწვევაა, რაც პანდემია. ერთმანეთისგან არ ვანსხვავებთ. ეს არის ერთი პრობლემის ორი მნიშვნელოვანი მხარე და ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, საქართველო, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, არ შეიძლება იყოს ცალკე აღებული წარმატებული ქვეყანა, როდესაც გლობალური ეკონომიკა საკმაოდ ღრმა კრიზისში შედის. რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემები იქნება. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებთ, დავძლიოთ ეპიდემია და დავიწყოთ ეკონომიკის სტიმულირება. თუ მოვლენები პოზიტიური სცენარით განვითარდა და ზაფხულიდან შეზღუდვების შერბილებასა და ბიზნესის ამოქმედებას მოვახერხებთ, ყველაზე კარგი იქნება ნეიტრალური შედეგი. ზრდაზე მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს. თუ არადა, შეიძლება, უარყოფითი მაჩვენებლებიც დაფიქსირდეს“. განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.