2020 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13%-მდეა და TOP საექსპორტო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა ჩინეთის და აზერბაიჯანის შემდეგ. წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 168.4 მლნ დოლარის საქონელი გავიდა. ექსორტირებული პროდუქციის მიხედვით, პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები, მეორეზე – ღვინო, მესამეზე კი მინერალური და მტკნარი წყლები. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, კლებაა.

 

წყარო