ეროვნული ბანკი საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლების 80%-ით შემცირებას პროგნოზირებს.

BM.GE-ის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა ამ სიტუაციაში გაურკვეველია.

„მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისის მთავარი მახასიათებელია გაურკვევლობა და ეს განსაკუთრებით ეხება ტურისტულ ნაკადებს, რადგანაც ამ სიტუაციაში ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში საკმაოდ გაურკვეველია.

ჩვენს პროგნოზებში კონსერვატიულ მიდგომას ვინარჩუნებთ და შესაბამისად ჩვენი პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება მინიმალური, რაც ნიშნავს, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80%-ით შემცირდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

წყარო