ადამიანის ნაშთები  ამერიკული სატვირთო თვითმფრინავის სადესანტო საშუალების ნიშში, რომელმაც ასობით ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოახდინა, ადამიანის ნაშთები იპოვეს. ამის შესახებ წერს Associated Press აშშ -ს საჰაერო ძალების მითითებით.

 

თვითმფრინავი 16 აგვისტოს გაფრინდა ქაბულში ევაკუაციის აღჭურვილობის გადასატანად. სანამ ეკიპაჟი  ტვირთის გადმოტვირთვას ცდილობდა, გლობმაისტერს  გარს შემოერტყა ასობით ავღანელი სამოქალაქო პირი, რომლებმაც დაარღვიეს უსაფრთხოების პერიმეტრი და სცადეს თვითმფრიუნავის ბორტზე ასვლა.  ხალხი უფრო და უფრო ემატებოდა და სიტუაციამ დაიწყო კონტროლიდან გამოსვლა, ამიტომ ეკიპაჟმა გადაწყვიტა აფრენილიყო.

 

აშშ -ს საჰაერო ძალებს არ გამოუცხადებიათ, თუ  რამდენი ადამიანი დაიღუპა აფრენის დროს, მაგრამ აღინიშნება, რომ ადამიანის ნაშთები იპოვეს თვითმფრინავის სადესანტო საშუალების ნიშში მას შემდეგ, რაც ის კატარის ალ უდეიდ საჰაერო ბაზაზე დაეშვა.

 

 მედიის ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ქაბულის აეროპორტში. სხვა წყაროების თანახმად, იყო შვიდი მსხვერპლი.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე