ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცალკე პრესკონფერენციას გამართავს, იუწყება Reuters-ი თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით.

ბაიდენის ადმინისტრაციის მოლოდინი გახლავთ,  რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციების ლიდერებს შორის შეხვედრა იქნება გულწრფელი და პირდაპირი.

 

”პირადი პრესკონფერენცია შესაფერისი ფორმატია, რათა თავისუფლად გააცნონ თავისუფალ მედიას თემები, რომლებიც განიხილეს შეხვედრაზე, ყველა ის სფერო, სადაც ესაძლებელია შეთანხმება და ასევე სფეროები, სადაც სერიოზული უთანხმოება არსებობს”, – თქვა წყარომ. სააგენტოები.

 

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი  16 ივნისს ჟენევაში ეხვდებიან.

 

 

თამო თავხელიძ