რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი მაქსიმ ორეშკინი, კორონავირუსით დაავადდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო RIA Novosti იუწყება.

 

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა კუზბასის განვითარების მთავრობის სხდომის დროს.

 

ამავე დროს, მიშუსტინმა პუტინის თანაშემწეს ორეშკინს ჯანმრთელობა უსურვა.  თავის მხრივ, პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორეშკინის დაავადება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი არ უნდა იყოს იზოლირებული. პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პუტინი  ორეშკინს ამ დრომდე არ შეხმიანებია.

 

 

 

 

თამო თავხელიძე