ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა  კორონავირუსზე ექსპერიმენტული ზეპირი მედიკამენტების შესამოწმებლად ადამიანებზე ცდები დაიწყო,-ა,ის შესახებ იტყობინება როიტერი.

 

კომპანიამ აღნიშნა, რომ მის გვიანდელ კვლევაში, შუა და გვიან სტადიაზე, ჩაერთვება 1,140 ადამიანი, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19, რომლებსაც არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და არ ემუქრებათ მძიმე ავადმყოფობა.

 

საცდელი პერიოდის განმავლობაში პაციენტები მიიღებენ Pfizer აბებსმ რომლებიც ცნობილია როგორც PF-07321332 და რიტონავირის დაბალი დოზა, ძველი პრეპარატი, რომელიც ფართოდ გამოიყენება აივ ინფექციის კომბინირებულ მკურნალობაში. ტაბლეტები შექმნილია კორონავირუსის გამრავლებისთვის აუცილებელი ძირითადი ფერმენტის აქტივობის დაბლოკვის მიზნით.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე