ორხევის ხიდთან, მერსედესის ტიპისა და ლექსუსის ტიპის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო  და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. წინასწარი მომაცემებით ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.