დღეს, 28 იანვარს, ორხევის დასახლებაში, გივი ამილახვრის ქუჩაზე, მერიამ უკანონოდ აშენებული რამდენიმე სახლის დემონტაჟი განახორციელა. ადგილობრივების თქმით ამილახვრის ქუჩაზე ისინი წლების განმავლობაში ნელ-ნელა აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს, რადგანაც მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველებიც. ერთ-ერთი დანგრეული სახლი ეკუთვნი მამა-შვილს, რომლებსაც კახეთში სახლი ბანკმა გაუყიდა და გამომდინარე იქიდან, რომ წასასვლელი არსად არ ქონდათ, ამილახვრის ქუჩაზე ჩადგეს ვაგონი სადაც ისინი ცხოვრობდნენ  და შემდგომ დაიწყეს სახლის აშენება, რადგანაც მათი საცხოვრებელი პირობები იყო გაუსაძლისი და მათი თქმით მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის სამსახურებს მრავლჯერ მიმართეს, სახელმწიფო მათ ღირსეული საცხოვრებელი ფართით ვერ უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ მათ დაიწყეს სახლის შენება ე.წ. ბელეტაჟი ,რომელიც მათივე თქმით შემოწირულობით და მეგობრების დახმარებით ააშენეს და ისინი იქ უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ და ასევე ადასტურებს დანგრეული სახლის ადგილას აღმოჩენილი აუცილებელი საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთები. GNEWS ესაუბრა ერთ-ერთ დაზარალებულს ილია მაჭარაშვილსაც, რომელიც 8 შვილის მამაა. მაჭარაშვილის თქმით იმ ადგილას, სადაც მას ქონდა აშენებული საცხოვრებელი, წინათ იყო გაჯის ქარხანის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც დაბინძურებული იყო ნარჩენებით,  მისმა  ოჯახმა ეს ადგილი დაასუფთავა და გამომდინარე იქიდან, რომ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ და ნათესავის სახლში ცხოვრობდნენ, დაიწყეს სახლის მშენებლობა, რომელიც უკვე დღეს პირწმინდად გაუნადგურეს მერიის ბულდოზერებმა. დაზარალებული მაჭარაშვილი ამბობს, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ამ ადგილის  დაკანონებისთვის და აპირებს შეხვდეს მერიისა და სამგორის გამგეობის თანამშრომლებს მოსალაპარაკებლად.
” თქვენ კარგად გახსოვთ აფრიკაში მომხდარი ინციდენტი, სადაც მერიამ უკანონოდ მითვისებულ მიწებზე მდგარი შენობები დაანგრია. თუ წახვალთ და ნახავთ ზუსტად იმ ადგილს, ნახავთ რომ თუ ადრე იდგა 8 სახლი, ეხლა დგას 28 სახლი,რეალურად იმ ადგილზე გამოვლენილი იყო საკმაოდ ბევრი თაღლითი, თუმცა ჩვენ სხვა სიტუაცია გვაქვს. ჩვენ წასასვლელი არსად არ გვაქვს. მე კიდევ რა მიჭირს ღვთის წყალობით სანათესავო მაინც მცემს პატივს,მაგრამ სხვა მოსახლეებს, რომლებსაც ნათესავებიც კი არ ყავთ ამ ყინვაში რა ეშველებათ არ ვიცი”. – ამბობს მაჭარაშვილი.