ორენბურგის რეგიონში წყალდიდობისას სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ გმოცემა „მნიშვნელოვანი ისტორიები“ ირწმუნება.

ოთხი მათგანი გარდაიცვალა ორსკში, ერთი – ორენბურგის მახლობლად.

ერთი დღით ადრე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა კურენკოვმა განაცხადა, რომ „ორსკში წყალდიდობის შედეგად არავინ დაღუპულა“.

7 აპრილს, ორსკში კაშხლის დაშლის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 4 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა, მაგრამ დაღუპულებსა და წყალდიდობას შორის კავშირი გამორიცხა. იმავდროულად, რუსეთის რიგ რეგიონებში წყლის დონემ  კრიტიკულ დონეს გადააჭარბა.

ამრიგად, ტიუმენის რეგიონის ქალაქ იშიმში წყლის კრიტიკული მატების გამო სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. ორენბურგის რეგიონში მდინარე ურალის დონემ 9 მეტრს გადააჭარბა და კრიტიკულ დონიდან 23 სმ-ი მოიმატა.

კურგანის რაიონში, მდინარე ტობოლში წყლის დონე სწრაფად იზრდება, “კოლოსალური მოცულობის წყალი მიედინება კურგანისკენ”, – განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.