იური გლოდანმა სულ ახალი გასული იყო საცხოვრებელი ბინიდან საყიდლებზე  როცა შეიტყო, რომ ქალაქში აფეთქება მოხდა…

 

ის საკუთარ კორპუსში დაბრუნდა და პოლიციელებს დაჟინებით სთხოვდა,  ცეცხლმოკიდებულ შენობაში შეეშვათ. ბინას რომ მიაღწია, ცოლისა და დედის ცხედრები იპოვა. ისინი,  რუსული რაკეტით დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ, რომელმაც სახლის ქვედა სართულები გაანადგურა.

მოგვიანებით მაშველებმა იპოვეს მისი სამი თვის ქალიშვილის, კირას ცხედარიც….იურიმ იგი კვირას ნახა, როდესაც პირველად დაბრუნდა განადგირებულ ბინაში….

 

ერთი ოჯახის სამი თაობის გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო და აღაშფოთა უკრაინელი ხალხი რომელთაც დიდი მწუხარება ნახეს ომის ორი თვის განმავლობაში. ოდესის დაბომბვის კომენტირებისას პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშკარად შოკირებული იყო. “რა საფრთხეს უქმნიდა იგი  რუსეთს? როგორც ჩანს, ბავშვების მკვლელობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ახალი ეროვნული იდეაა”, – მწუხარებიტ განაცხადა  ზელენსკიმ უკრაინელებისადმი თავის ღამის მიმართვაში და მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს და განახორციელეს, “ნაბიჭვრები” უწოდა.

 

ოდესაში სარაკეტო დარტყმის მსხვერპლი კიდევ ხუთი ადამიანი გახდა.,,,

 

კვირას იური დანგრეულ სახლს ეწვია, რათა ბინიდან წაეღო ის, რაც დაბომბვას გადაურჩა. ფოტოალბომი, ცოლის შაქრის პაკეტების კოლექცია,  ჩანაწერები და მან  ასევე იქ აღმოაჩინა თავისი ქალიშვილის საბავშვო  ეტლის ნამსხვრევები.

 

“იქ ყველაფერს გადაყრიან ჩემთვის, ჩვენი ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია,”- განუცხადა მან BBC-ის.

 

იური და ვალერია ცხრა წელი ერთად ცხოვრობდნენ.

 

“ის ძალიან კეთილი  და მხიარული იყო, უყვარდა სიცილი,  უმნიშვნელო რამეშიც კი სიხარულს ჰპოვებდა, უხაროდა სიცოცხლე, ის ძალიან ბედნიერი იყო.  მას ძალიან უყვარდა ოდესა, ეს მართლაც მისი საყვარელი ქალაქი იყო. ჩვენ ძალიან  ხშირად ვესიყვარულებოდით ჩვენს ლამაზ ქალაქს, ყველა ქუჩებას, ყველა სახლს, ჩვენს ლამაზ ზღვას. მას ჰქონდა უნარი სხვადასხვა ადამიანებთან  ურთიერთობის, ესმოდა ხალხის,  შეეძლო კომუნიკაცია, წერდა ლამაზად თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ ლამაზად წერდა!   ისეთი საოცარი  დედა იყო… შენ  ვერც კი წარმოიდგენ! იგი იყო დედა, მეგობარი, ქალიშვილი  საუკეთესო თვისებებით… უბრალოდ ასეთ ადამიანს ვერასდროს ვიპოვი.  იგი ჩემთვის ღვთის საჩუქარი, რომელიც მხოლოდ ერთხელ მაჩუქა.”…..  დასძინა ამ უმზიმესი ტრაგედიით დამწუხრებულმა კირას მამამ…..

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე